ინცინდენტი #81-ე სააჩევნო უბანზე
სოფელ ბაიდარის 81-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ელჩინ მუხაევი აცხადებს, რომ მას კომისიის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა.

ელჩინ მუხაევის თქმით, უბანზე იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც ამომრჩეველს საარჩევნო პროცედურების გავლაში ეხმარებდა. კომისიის წევრებმა ფაქტი დარღვევად მიიჩნიეს და მოითხოვეს, იმ ადამიანს უბანი დაეტოვებინა.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფაქტი კანონდარღვევად არ უნდა განხილულიყო, რასაც არ დაეთანხმა კომისიის წევრი და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. მეხტი გურბანოვი ინცინდენტს უარყოფს და ფაქტს პროვოკაციად აფასებს.

კომისიის წევრს მხარს უჭერს კომისიის თავმჯდომარე კარაჯა ჩობანოვა.

„ერთი ქალი მოვიდა ხმის მისაცემად და სამი თანმხლები პირი მოჰყვა. კომისიის წევრებმა მოითხოვეს რომ, ისინი ამომრჩეველს მოცილებოდნენ, რასაც ოპოზიციური პარტიიდან პროტესტი მოჰყვა“, - აღნიშნა რადიო „მარნეულთან“ საუბარში კარაჯა ჩობანოვმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ელჩინ მუხაევმა საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გამო გაფრთხილება მიიღო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები