მარნეულში მერობის კანდიდატებს ხმა ამომრჩეველთა 35,82%-მა მისცა
საღამოს 8 საათზე მარნეულში ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა.
საარჩევნო კომისიის წევრებმა ბიულეტენების დათვლა დაიწყეს.
ცესკო-ს მონაცემებით მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 35 714-მა
მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის
35,82%-ია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან შედარებით მარნეულის
მერის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ უმნიშვნელოდ დაიკლო. 2018
წლის ნოემბერში არჩევანი მარნეულის მკვიდრთა 36, 47%-მა გააკეთა.
N22 საოლქო კომისიაში შესულია 22 საჩივარი.
მარნეულში 99 717 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც საპრეზიდენტო
არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის
გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15
მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია გადანაწილებული.
19 მაისის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი
მონაწილეობს.