მარნეულში ერთ-ერთ უბანზე ხმის დათვლის პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა
ალგეთში #39 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი 4-ჯერ ჩაიშალა. "ქრისტიან-კონსერვატორების" დამკვირვებლის ზურაბ მურვანიძის თქმით, ხმების დათვლის დროს საარჩევნო ბიულეტენებისა და რეგისტრაციაგავლილი ამომრჩევლის რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა.




უბნის დახურვიდს დროს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლები ითხოვდნენ, საარჩევნო ყუთი მანამდე არ გახსნილიყო, სანამ უბანზე მისულ ამომრჩეველსა და ბიულეტენის რაოდენობას შორის ბალანსი არ დაჯდებოდა. საარჩევნო უბნის კომისიამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ დროისათვის #39 უბანზე ხმების დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. კომისიის არცერთი წევრი ჯერ უბნიდან არ გამოსულა, ამიტომ მომხდართან დაკავშირებით მათი პოზიცია უცნობია.




მარნეულში საღამოს 8 საათზე ყველა უბანი დროულად დაიხურა. უკვე ორ საათზე მეტია მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო-ს ამ დრომდე არცერთი უბნის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები