„საქართველოს აზერბაიჯანელების 19% თვლის, რომ არჩევნებში მხარი მმართველ პარტიას უნდა დაუჭიროს“ - პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა
„ღია საზოგადოების ფონდმა“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა გამოაქვეყნა.

საველე გამოკითხვა მკვლევარებმა 2018 წლის 9-20 ოქტომბერს ჩაატარეს, რომლის ფარგლებშც რესპოდენტებს წაეკითხათ დებულებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქის ქცევა არჩევნებთან დაკავშირებით.

ერთ ერთი ასეთი დებულების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა არჩევნებში მხარი ყოველთვის მმართველ პარტიას უნდა დაუჭიროს.

„განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო დებულება, ვინაიდან, ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით არსებობს სტერეოტიპი, რომ ისინი ყოველთვის მთავრობას უჭერენ მხარს, რაც მმართველ პარტიას რესურსების ხარჯვის არიდების და არჩევნებში გამარჯვების კარგ შესაძლებლობებს აძლევს.“ - წერია კვლევაში

ზემოაღნიშნულ დებულებას გამოკითხულ ეთნიკურად აზერბაიჯანელთა 20,8% არ ეთანხმება, 46,1% იმდენად ეთანხმება, რამდენადაც არა, 19%-ის აზრით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მხარი მმართველ პარტიას უნდა დაუჭირონ, ხოლო 14,1%-მა არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს.

ეთიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზომად, მკვლევარებმა გადაწყვიტეს დაედგინათ თუ რამდენად იყვნენ რესპოდენტები ჩართულები საარჩევნო კამპანიასა თუ უშუალოდ საარჩევნო პროცესებში.

„გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტთა 91.2%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში, ხოლო იმ რესპონდენტების რიცხვი, ვისაც ამაში მონაწილეობა მიუღია -მხოლოდ 5.9%-ია. ეგზიტპოლების განხორციელებაში მონაწილეობა მიუღია მხოლოდ 3.7%-ს, ხოლო არ მიუღია 91.8%-ს. რაც შეეხება საარჩევნო კომისიის წევრობას/თავჯდომარეობას, მასში ჩართული ყოფილა რესპონდენტების 7.6%, ხოლო არ ყოფილა - 89.5%. პოლიტიკური პარტიის აგიტაციაში ჩართული ყოფილა შედარებით მეტი რესპონდენტი - 8,6%-ს, ხოლო არ ყოფილა - 87.7%.“ - წერია კვლევაში

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ინფორმაციას პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ძირითადად ტელევიზიი, მეზობლებისაგან, მეგობრებისაგან, თანამშრომლებისაგან ან ოჯახის წევრებისაგან იგებენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები