„თითო წამს თავისი შედეგი აქვს - ამ აზრით გზას და პოლიტიკას ვაგრძელებ“ - ახმედ იმამყულიევი
„თითო წამს თავისი შედეგი აქვს - ამ აზრით გზას და პოლიტიკას ვაგრძელებ“ - ამ სიტყვებს რადიო "მარნეულთან" საუბრისას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ახმედ იმამყულიევი ამბობს.


„სანამ ხალხი გაიმარჯვებს მანამდე მე ჩემს ბრძოლას გავაგრძელებ“-  ამბობს იმამყულიევი და სახელისუფლებო პარტიის წასვლამდე საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას აანონსებს.

მისი თქმით, ვიდრე  პარტიის ოფისში მისი კანდიდატის წარდგენას საჭიროდ ჩათვლიან ის ამისთვის მზადაა.

იმამყულიევი მარნეულის პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთი წელია ჩაერთო და ფაქტობრივად ვერ გავიხსენებთ არჩევნებს, სადაც ის მონაწილეობას არ იღებდა.

მან  19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა. პარტია „ევროპული საქართელოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა  მესამე ადგილი დაიკავა და 2696 ხმა შეაგროვა, ეს კი მოსახლეობის 7, 54% შეადგენს.

2019 წელს მარნეულის მერად მოსახლეობამ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი აირჩია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები