რას ელოდებიან მარნეულელები ახალი მერისაგან
დღეს, 10 ივნისს მარნუელის მერის მოვალეობის შესრულებას ზაურ დარგალი ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი შეხვედრები ჩაატარა მერიის სამსახურების უფროსებთან და ა.ა.ი.პ და შ.პ.ს-ების ხელმძღვანელებთან.

იმის გასაგებად, თუ რა მოლოდინები აქვთ მარნეულელებს ახალი მერისაგან რადიო „მარნეულმა“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ახალი მერისაგან ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ელოდება.

„გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ. ადამიანების უფლებები არ დაარღვიონ და სიმშვიდე იყოს“ - გვეუბნება მარნეულის მკვიდრი

„მოლოდინი რა უნდა მქონდეს, პლატფორმაში რაც ჰქოდა იმას შეასრულებს. ახალ ამერიკას ხომ არ გამოიგონებს. მთავარია დისციპლინა იყოს“ - გვეუბნება მარნეულელი კაცი

„ის ყველაფერს მოაგვარებს. პირველ რიგში სისუფთავის მხრივ, პურის ფასი გაზაირდა და ამასაც მოაგვარებს. მარნეულს მიხედავს.“ - ამბობს მარნეულის მკვიდრი

„ზაურ დარგალისავით განათლებულ მერს ვენდობით და იმედი გვაქვს ბიუჯეტშიც კარგი ცვილელები იქნბეა. სამუშაო ადგილებიც უნდა შექმნას, ადამიანების ცხოვრება როგორც ადრე იყო ისე არ იქნება.“ - ამბობს მარნეულელი კაცი

ზაურ დარგალი მარნეულის მერი 2019 წლის 19 მაისს გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებზე გახდა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 78,6% მიიღო.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები