შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დატოვონ პარლამენტის ტერიტორია
საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის მიმდებარ ტერიტორია. წინაარმდეგ შემთხვევაში შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები