დემონსტრანტებს ასეთ ტყვიებსაც ესროდნენ
გარეკანის ფოტოზე ხედავთ, რეზინის სხვა ზომის ტყვიებთან ერთად, რას ესროდნენ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს.

ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთი წერს, რომ მარცხენა ფოტო ვახტანგ ბერიკაშვილს ეკუთვნის. როგორც იგი წერს, ტყვია მხარში ჰქონდა მოხვედრილი.

მარჯვენა ფოტოზე ასახულია იდენტური ტყვია, რომელიც დღევანდელი დარბევისას ერთ-ერთ დაშავებულ ადამიანს ამოუღეს სხეულიდან.
Print