„0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობაა“ - აზერ სულეიმანოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
"0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობა
არის. ყველა მაჟორიტარს რეგიონებში
დაახლოებით 12-13 000 ხმა უნდა.
0%-იანი ბარიერის პირობებშიც იგივე რაოდენობის ხმაა საჭირო ერთი
დეპუტატისათვის". - ამბობს "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი რადიო "მარნეულთან"
საუბრისას.
აზერ სულეიმანოვის თქმით, 2020 წელს პროპორციული წესით, 0%-იანი
ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება მხოლოდ ივანიშვილისათვისაა
კარგი - "ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ
2020 წელს ისევ იმ შემადგენლობით იყოს პარლამენტი".
დეპუტატი ამბობს, რომ მომდევნო წელს არჩევნების პროპორციული სისტემით
ჩატარება ხალხის გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის 0%-იანი
ბარიერით გაიმართება.
საკონსტიტუციო რეფორმით, პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით
არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. 2019 წლის ივნისის აქციების
ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების
პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 24 ივნისს "ქართული ოცნების"
პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წელს
არჩევნები პროპორციული სისტემით, მაგრამ 0%-იანი ბარიერით ჩატარდება.
მმართველ პარტიას ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებები, თუ რატომ
გადაწყვიტა 2020-ის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება.
რადიო "მარნეული"