მარნეულელი დეპუტატის აზრით, გახარიამ ამ ეტაპზე თანამდებობა არ უნდა დატოვოს
„მე რასაც ჩემი თვალით ვხედავდი შემიძძლია დაგიდასტუროთ, რომ იქ მართლა იყო მცდელობა შესვლის და შეღწევის პარლამენტში და რა მოხდებოდა იქ, უკვე არავინ არ იცის“ - განაცხადა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა 20 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

პარლამენტარის თქმით, იყო თუ არა აქციის დარბევისას პროპორციული ძალა გამოყენებული გამოძიების დასადგენია - „ამ პერიოდში შესაძლოა იყოს გადაცდომები, მაგრამ ეს ძიების საგანია“.

ნავერიანის თქმით, ის აუცილებლად დაუჭერს მხარს იმ სამართალდამცავების დასჯას, ვინც შესაძლოა ძალის გამოყენებას გადააჭარბა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, ნავერიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

„გამოძიებული უნდა იყოს ყველა ის დეტალი და ფაქტი, რომელიც იმ საღამოს ვითარდებოდა და ხორციელდებოდა და ამის შემდეგ უნდა იყოს ამაზე (გახარიას გადადგომაზე) მსჯელობა“ - ნავერიანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გახარიას ბრალეულობა გამოიკვეთა, ის მხარს დაუჭერს მინისტრის გადადგომას და შესაბამის პასუხისგებაში მიცემას.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებისადმი რუსულად მიმართვას მოჰყვა. საპროტესტო აქვია ძალის გამოყენებით დაშალეს. 300-ზე მეტი ადამინი რეზინის ტყვიებითა დაგაზით ინტოქსიკაციით დაშავდა, მათ შორის იყო 30-ზე მეტი ჟურნალისტი, 2-მა ადამინმა კი თვალი დაკარგა.

აქციის ძალის გამოყენებით დარბევის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას უკვე მეთორმეტე დღეა აპროტესტებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები