დღეიდან საქართველოსა და რუსეთს
შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა
ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს
საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.
რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი
რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის
სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო
საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული
დავალიანება.
წყარო: ინტერპრესნიუსი