„ამჯერად მთელი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს.“ - მარნეულის მერი გაბუნიას გამოსვლასთან დაკავშირებით
გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის მიერ, 7 ივლისს, გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი გამოეხმაურა.

- წერს მარნეულის მერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადება 20 ივნისს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დამსწრე დეპუტატებს რუსულად მიმართა. ამ ფაქტს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. 20 ივნისსავე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს, როგორც გავრცელებულ კადრებშია ასახული და თვითმხილველები ჰყვებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეებს დამიზნებით, სახის არეში რეზინის ტყვიებს სვრიდნენ. 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავებულებს შორის იყო 38 ჟურნალისტიც.

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად რადიო „მარნეული“ ზაურ დარგალსაც დაუკავშირდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ“ - ასე გვიპასუხა მარენულის მერმა რუსთაველის გამზირზე აქციის რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭურვებით დარბევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები