„სად იყავით ბატონებო 20 ივნისს“ - ახმედ იმამკულიევი გაბუნიას განცხადებაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება
„სად იყავით ბატონებო 20 ივნისს როცა პარლამენტში გავრილოვმა თავისი ქმედებით შეურაწყოფა მიაყენა ჩვენ დამოუკიდებლობას, დროშას და ყველა გმირს რომელმაც თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის? პუტინი უფრო ნიშნელოვანია ვიდრე სამშობლო?“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევი ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ გიროგი გაბუნიას განცხადებასთან გაკეთებულ კომენტარებს.

გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის მიერ, 7 ივლისს, გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას მთავრობის წევრებთან ერთად მარნეულის მერი ზაურ დარგალიც გამოეხმაურა, რომელმაც გაბუნიას განცხადება ქვეყნისათვის დიდი საფრთხის შექმნად შეაფასა.

ახმედ იმამკულიევი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გინება ძალიან ცუდი და უადგილო იყო.




იორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადება 20 ივნისს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დამსწრე დეპუტატებს რუსულად მიმართა. ამ ფაქტს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. 20 ივნისსავე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს, როგორც გავრცელებულ კადრებშია ასახული და თვითმხილველები ჰყვებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეებს დამიზნებით, სახის არეში რეზინის ტყვიებს სვრიდნენ. 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავებულებს შორის იყო 38 ჟურნალისტიც.

რადიო „მარნეული“


Print