სიახლე
გიორგი გახარია - შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე
იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “განაცხადა. გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს პოლიციის გადაადგილებაზე და ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან 19:00 საათამდე მხოლოდ საპატრულო პოლიცია იყო.

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ამის შემდეგ გაიცა სიტყვიერი ბრძანება ათი საათის შემდგომ - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან შს მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება და არ იყო გაცემული მანამდე სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ასეც მოხდა.

„გაზი ისროლეს უკან იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა. პირველი ბრძანება იყო გაზის გამოყენებაზე“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23
პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს.
IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით
ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,
IRI-ის დაკვეთითა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა ემხრობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე
ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება.
ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო
სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში
და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო
კანონმდებლობის დახვეწაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი
გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი
აქცია.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.
“პარლამენტმა განაახლა
მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18
პირი.
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18 პირი.