სიახლე
გიორგი გახარია - შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე
იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “განაცხადა. გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს პოლიციის გადაადგილებაზე და ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან 19:00 საათამდე მხოლოდ საპატრულო პოლიცია იყო.

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ამის შემდეგ გაიცა სიტყვიერი ბრძანება ათი საათის შემდგომ - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან შს მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება და არ იყო გაცემული მანამდე სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ასეც მოხდა.

„გაზი ისროლეს უკან იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა. პირველი ბრძანება იყო გაზის გამოყენებაზე“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების
შემთხვევაში,
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში,
იმ
შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო
შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც
ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის
რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
შს
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა
კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის,
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი
ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის
სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი
დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა
განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს
მთავრობას არ შეუქმნიან“.
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“.
დმანისში შუა ხნის კაცი მოკლეს. ამის შესახებ
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
დმანისში შუა ხნის კაცი მოკლეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
ვიცე-პრემიერის პოსტზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი
დანიშნა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერის პოსტზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ
სააკაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი
ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და მათ
მხარდამჭერებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და მათ მხარდამჭერებს "კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება" უწოდა.