სიახლე
15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა
15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მცირე თანხა ბიუჯეტში 2018 წლის აპრილში შევიდა და 8 411 ლარი შეადგინა.

თუმცა მომდევნო თვეში ბიუჯეტში გადახდილი თანხის რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა და უკვე მაისში უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებული სამართალდარღვევების საფუძველზე გადახდილმა თანხებმა 38 246 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის ივნისში დაფიქსირდა.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 172 947,5 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამართალდარღვევების სახეობებს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად უკონტაქტო პატრულირების შედეგად დგომა/გაჩერების წესების დარღვევა ვლინდება, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელი 10 ლარს შეადგენს. კერძოდ, 15 თვის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის გამო 92 965 ჯარიმა დაიწერა. 10 ათასზე მეტი სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისთვის. გარდა ამისა, უკოტაქტო პატრულირების შედეგად 15 თვეში შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 3 262 პირი დაჯარიმდა, ხოლო 31 სამართალდარღვევის ოქმი შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის გამოიწერა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს
სამგორის მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდა,
გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს სამგორის მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა.
“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ,
რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის
განმავლობაში,
“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში,
ჭავაჭავაძის გამზირზე მიმდინარე
ილიაუნის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მიწა ჩაიშალა, მიწის მასივის
ქვეშ მოყოლილი მუშა კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ
საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
ჭავაჭავაძის გამზირზე მიმდინარე ილიაუნის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მიწა ჩაიშალა, მიწის მასივის ქვეშ მოყოლილი მუშა კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
ქუთაისში, ქალის გაუპატიურების მცდელობით, ერთი
პირი დააკავეს.
ქუთაისში, ქალის გაუპატიურების მცდელობით, ერთი პირი დააკავეს.
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების
შემთხვევაში,
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში,
იმ
შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო
შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც
ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის
რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
შს
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა
კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის,
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი
ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის
სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ.