“დიახ, მე ვაგინე, ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და არ ვნანობ ამას“ – გაბუნია
“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კითხვა, რომელსაც მე ადამიანები მისვამდნენ იყო ეს – რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს? ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, ამას აკეთებს ყველა საქართველოში: სახლში, ქუჩაში, სამსახურში – ყველა თავის სივრცეში.

ჩემი სივრცე ეს არის. ამიტომაც მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად – მისავე ენაზე და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა,“ – ასე დაიწყო გიორგი გაბუნიამ თავისი პირველი გადაცემა “მთავარ არხზე“, რომელსაც “პოსტ ფაქტუმი“ ჰქვია.

მანამდე ჟურნალისტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გადაცემა “პოსტ სკრიპტუმი“ მიჰყავდა. სწორედ ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში აგინა გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. დღევანდელ გადაცემაში კი მან ვრცლად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე და განმარტა:

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მზად არიან საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას, თუ როგორ იპყრობს ნელ-ნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას, როგორ იტაცებენ ოკუპანეტები მათ ძმებს, აწამებენ, კლავენ და მერე გულამოცლილს აბურნებენ მშობლიურ მიწაზე,“.

გიორგი გაბუნია თავის სიტყვაში ასევე აკრიტიკებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც “დუმილით ხვდებიან დუმილით ხვდებიან ჩვენი მტერის შემოსვლას, თვითონაც ეპატიჟებიან მას“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები