საქართველო აუცილებლად გამთლიანდება – ბაქრაძე
“საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო სადაც ერთად ვიცხოვრებთ ქართველები, ოსები და აფხაზები”, – აცხადებს დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს ლიდერი, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე მივიდა.

“ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენი ბრძოლა ამ ბოროტებისთვის დამთავრებისთვის არ დასრულდება, ჩვენი ბრძოლა დასრულდება მხოლოდ მაშინ როდესაც საქართველო იქნება ერთიანი სახელმწიფო და დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ ამას აღნიშნავს, რომ რამდენჯერ 26 წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ამ უბედურებას, ჩვენი სამშობლოს დაყოფას და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა“. 

წყარო: ნეთგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები