ამირან გიორგაძე 2015 წელს შეძენილ მანქანას აღარ ფლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის 2019 წლის 9 მაისის ქონებრივი დეკლარაცია წინა წლის დეკლარაციისაგან თითქმის არ განსხვავდება.

2018 წლის დეკლარაციაში გიორგაძემ მისი მეუღლის იამზე გელაშვილის მოძრავ საკუთრებად ორი ავტომანქანა, 2015 წელს 3 500 დოლარად შეძენილი TOYOTA IST და 2018 წელს 8 000 დოლარად შეძენილი TOYOTA Camry მიუთითა. განახლებულ დეკლარაციაში კი 2015 წელს შეძენილი ავტომანქანა მითითებული აღარაა. თავად ამირან გიორგაძე მოძრავ ქონებას არ ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს მან სოფელ საიმერლოში 159 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1161 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო.

2009 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქ მარნეულში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი 9 000 ლარად შეიძინა.

გიორგაძეს არც საბანკო ანგარიშზე და არც ნაღდი ფულის სახით თანხას ფლობს.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „მარნეულის ტრანსში“ 16%-იანი წილის მფლობელია. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალის რაოდენობა 5 000 ლარია.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები