2020-ში დამოუკიდებლად ვიყრით კენჭრს, მინიმუმ 10%-ს ვიღებთ — ელისაშვილი
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი „სამოქალაქო მოძრაობა“ რამდენიმე თვეში ტრანსფორმირდება პოლიტიკურ პარტიად და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 10%-ის აღებას გეგმავს.

„რა იქნება და როგორ ერთი წლის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ კვლევებიც გვაქვს ჩატარებული და არცთუ ცუდი სასტარტო პირობები გვაქვს. აქამდე არსებულ ნებისმიერ ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავდით. ახლაც კი“, — თქვა ელისაშვილმა 10 ოქტომბერს ნიკა გვარამიას გადაცემაში „მთავარ არხზე“.

მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ „10 პროცენტი არის ის მინიმუმი, რასაც ვფიქრობთ, რომ ავიღებთ. კარგი მუშაობის შემთხვევაში კი მეტს“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები