მარნეულელი აქტივისტი გიორგი მუმლაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას განარიდეს
მარნეულელი აქტივისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მუმლაძე დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩიდან განარიდეს.

როგორც გიორგი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ჩიტაძის ქუჩაზე საყვირებით იდგა რა დროსაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და დაახლოებით ორი კილომეტრის მოშორებით გამოუშვეს.

მუმლაძის თქმით, მასთან ერთად სხვა აქციის მონაწილეებიც დააკავეს და როგორც მას ინფორმაცია აქვს, ისინიც უკვე განთავისუფლებულები არიან.

ამ დროისათვის პარლამენტში შესასვლელი მხოლოდ ერთი კარი, ჩიტაძის ქუჩიდან, არის ღია. პარლამენტის დანარჩენ შესასვლელებთან სამართალდამცავმა უწყებებმა ბარიკადები მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნების რიგგარეშედ ჩატარებაა.

აქციები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო როდესაც პარლამენტმა 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

საქართველოს მთავრობამ აქცია რამდენჯერმე, რობოკოპებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები