რუსლან ჰაჯიევი მოსახლეობას 2020 წელს ნერვიულობისა და მწუხარების გარეშე ცხოვრებას უსურვებს
დღეს, 31 დეკემბერს, მსოფლიო აზერბაიჯანლების სოლიდარობის დღეა და 2020 წლის მოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება.

მარნეულელმა პარლამენტარმა მსოფლიო აზერბაიჯანელებსა და მარნეულელების მიმართ სურვილებსა და 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე რადიო „მარნეულთან“ ისაუბრა.

მარნეულის მაჟორიტარული დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი 2020 წელს მოსახლეობას ბედნიერებას უსურვებს და მსოფლიოს აზერბაიჯანელებს, მარნეულელბს და ქრისტიანებს მილადის დღესასწაულს, დამდეგ ახალ წელს, ულოცავს.

„2020 წელს ხალხს ვუსურვებ ლამაზ ცხოვრებას, ნერვიულობის და მწუხარების გარეშე ცხოვრებას. მსოფლიო აზერბაიჯანლებს კეთილდღეობას ვუსურვებ. ქრისტიან ძმებს კი დამდგე ახალ წელს ვულოცავ. ყველა დღესასწაული ჩვენ ქვეყანაში, მსოფლიოში, მშვიდობის მომტანი იყოს. დაწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი სიყვარულით ცხოვრებისთვის იმედის მომცემი იქნება“ - რუსლან ჰაჯიევი

ჰაჯიევის თქმით, 2019 წელი საინტერესო წელი იყო და 2020 წლისაგან უფრო მეტ რამეს ელის.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები