რუსლან ჰაჯიევი მოსახლეობას 2020 წელს ნერვიულობისა და მწუხარების გარეშე ცხოვრებას უსურვებს
დღეს, 31 დეკემბერს, მსოფლიო აზერბაიჯანლების
სოლიდარობის დღეა და 2020 წლის მოსვლამდე რამდენიმე საათი
რჩება.
მარნეულელმა პარლამენტარმა მსოფლიო
აზერბაიჯანელებსა და მარნეულელების მიმართ სურვილებსა და 2019 წელს
ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე რადიო „მარნეულთან“ ისაუბრა.
მარნეულის მაჟორიტარული დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი 2020 წელს
მოსახლეობას ბედნიერებას უსურვებს და მსოფლიოს აზერბაიჯანელებს,
მარნეულელბს და ქრისტიანებს მილადის დღესასწაულს, დამდეგ ახალ წელს,
ულოცავს.
„2020 წელს ხალხს ვუსურვებ ლამაზ ცხოვრებას, ნერვიულობის
და მწუხარების გარეშე ცხოვრებას. მსოფლიო აზერბაიჯანლებს კეთილდღეობას
ვუსურვებ. ქრისტიან ძმებს კი დამდგე ახალ წელს ვულოცავ. ყველა
დღესასწაული ჩვენ ქვეყანაში, მსოფლიოში, მშვიდობის მომტანი იყოს.
დაწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი სიყვარულით ცხოვრებისთვის იმედის
მომცემი იქნება“ - რუსლან ჰაჯიევი
ჰაჯიევის თქმით, 2019 წელი საინტერესო წელი იყო და 2020 წლისაგან უფრო
მეტ რამეს ელის.
რადიო „მარნეული“