არჩევნებში ზაურ დარგალმა უფრო მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე მისმა პარტიამ
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოქლში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა. ზაურ დარგალმა პირველივე ტურში გადალახა ბარიერი და მან 31 078 ხმა მოიპოვა.

დარგალი პარტია „ქართული ოცნების“ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იყო. არჩევნებზე მისულ მოსახლეობას ორი ბიულეტენი უნდა შემოეხაზე. ერთი ბიულეტენის მეშვეობით ამომრჩეველს ხმის მიცემა მაჟორიტარი კანდიდატისათვის, ხოლო მეორე ბიულეტენით, პარტიისთვის შეეძლო.

საბოლოო შედეგებს თუ დავაკვირდებით შეიძლება ითქვას, რომ ზაურ დარგალს, უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა მოსახლეობამ, ვიდრე მის პარტიას.
სხვაობა 1 335 ხმაა. 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში ზაურ დარგალმა 31 078 ხმა მიიღო, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი 29 743.

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 11 ნოემბერს გამოცხადდა და შემაჯამებელი ოქმი მიიღეს.

შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს წევრებმა“. ილია ყაჯრიშვილმა და ლაშა ქველაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა პირველივე სესიაზე.

ოპოზიციური პარტიები ახადბენ, რომ მიღებული შედეგები მოსახლობის კეთილ ნებას არ ასახავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები