ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში , სრული დატვირთვით აგრძელებს. მათივე ცნობით, ექიმების რეკომენდაციით, თურნავა სახლში მკურნალობდა. სამინისტრომ 3 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ეკონომიკის მინისტრის Covid-19 დაუდასტურდა.

13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ კიდევ 3 342 პაციენტი დაემატა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-მდე გაიზარდა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები