404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლდნენ
წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლებულია. შეარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირი შეიჭრა და სამი მოთხოვნა დააყენა:

აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.
თბილისში წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია