404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ჯანდაცვის სამინისტრო ტიკარაძის შესაძლო გადადგომის ცნობებს არ ადასტურებს
ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ტიკარაძე უნდა ჩაენაცვლებინა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსს, ამირან გოგიტიძეს.

“ნეტგაზთმა” აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაამოწმა, სამინისტროს პრესსამსახურმა არ დაგვიდასტურა ინფორმაცია მინისტრის პოსტიდან ტიკარაძის გადადგომისა და მისი ამირან გოგიტიძის ჩანაცვლების შესახებ.

ამასთან, ტელეკომპანია “მთავარმა” დღეს, 23 ნოემბერს ეკატერინე ტიკარაძესთან სატელეფონო კომენტარიც გაავრცელა, სადაც მინისტრმა პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მთავრობის კანცელარიაში მისი გადადგომის შესახებ საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ამირან გოგიტიძეს, ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობს თუ არა ტიკარაძე გოგიტიძეს და როგორი ურთიერთობა აქვს მასთან, ტიკარაძემ უპასუხა, რომ “ძალიან კარგი კადრია ამირან გოგიტიძე, ძალიან პროდუქტიული, ძალიან დადებითი პიროვნება და თავის საქმის პროფესიონალი”.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია