ხოშტარიას წასვლით პარტიამ დიდი ძალა დაკარგა, მაგრამ შეუცვლელი არავინაა - ახმედ იმამკულიევი
დღეს, 28 დეკემბერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრებისათვის მიმართვის დროს ხოშტარიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სხვა, უკვე არსებულ, პარტიაში გაწევრიანებას და ის პოლიტიკურ ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გადაწყვეტილებას რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტია თავისუფალია და ყველას აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც თავად თვლის სიმართლედ.

„შემიძლია გითხრათ, რომ ელენე ხოშტარია არის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსი, რომელთან ერთადაც ჩვენ რამდენიმე წელია ვბრძოლობდით. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ელენე ხოშტარიასავეთ ადამიანთან ერთად ვებრძვი დღევანდელ ხელისუფლებას“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ ელენე ხოშტარიას წასვლით დიდი ძალა დაკარგა, მაგრამ არავინაა შეუცვლელი.

მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილების საჯაროდ გაცხადებამდე ხოშტარია პარტიის წევრებს გაესაუბრა და მათ საკუთარი გადაწყვეტილება აცნობა.

ახმედ იმამკულიევის თქმით, ის კვლავ აგრძელებს ბრძოლას „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან - „ბიძინა ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით მე ვიბრძვი „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან“.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები