“გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" არ არის სიმართლის მხარეს" - აგილ მუსტაფაევი
“გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ქართული ოცნება არ არის სიმართლის მხარეს. იმიტომ, რომ რა გადაწყვეტილებებსაც გუშინ და დღეს იღებენ, ეს არის პირდაპირ არაკონსტიტუციური და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული. დღევანდელი საქართველო არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების ხელში“ - ასე ეხმაურება პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი.

აგილ მუსტაფაევი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ანუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ძალაუფლება, რაც ხალხს ეკუთვნის სამართლიანად უნდა იქნეს გამოყენებული.



„ჩვენ დიდი ხანია ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ, იმიტომ რომ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. არჩევნები გაყალბებულია. ხელისუფლება ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა არჩევნების დღესაც და ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი არჩევნები


საქრთველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, , 18 თებერვალს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. გახარიამ აღნიშნა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე გუნდთან შეუთანხმებლობაა.

„სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას საკითხზე - მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას“ - თქვა გიორგი გახარიამ

შინაგან საქმეთა სამინისტროშ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავება გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ერთადერთი გზა - ვადამდელი არჩევნებია.


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები