ივანიშვილების ოჯახს დაუსჯელობის სინდრომი აქვს - ახმედ იმაკულიევი
ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში არ უარყო იყო თუ არა „ტვ პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერები, სადაც ბერა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება, ავთენტური.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ ინტერვიუდან ნათლად გამოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ეს ინტერვიუ, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საქმის დაწყების მიზეზია პროკურატურისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურამ, პირიქით, ტელევიზიის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ანუ მათი დაშინების მიზნით. მთავარია ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ერთპიროვნული მმართველობაა და ამ მმართველს და მის ოჯახს დაუსჯელობის სინდრონმი აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში მათ გარდა ოჯახი არავის ჰყავს და არავიზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს პრემიერმინისტი ირაკლი ღარიბაშვილი არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილების კარის პრემიერია.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს მითითებებს აძევს, რათა მათ მიაკითხონ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას ფეისბუქზე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბერა ივანიშვილმა 9 მარტს „იმედის“ ეთერში აღნინშული ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო.

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს – იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“. - განაცხადა ბერა ივანიშვილმა

ივანიშვილის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამდაგვარი დამოკიდებულება საქართველოში კრიმინალის და ქუჩური მენტალიტეტის გაზრდაზე მეტყველებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები