„თუ ვინმე, სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლაც შევ...“ - თემურ აბაზოვი ბერას მხარდასაჭერად
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. აბაზომა საკუთარ „ფეისბუკზე“ ბერა ივანიშვილის ფოტო გამოაქვეყნა მისივე ნათქვამი ფრაზით „თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ.“ ამავე ფოტოზე კი აბაზოვი სხვა წარწერას ამატებს და წერს „თუ ვინმე, სხვანაირად თვლის, მე იმ კაცის დედა მართლაც შევ...“





აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის მერობის პერიოდში დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ის გიორაოთი გაათავისუფლეს.  რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა.

ტვ "პირველის“ ეთერში, 6 მარტს, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ბერა ივანიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს აძლევს მითითებებს, რათა მათ მიაკითხონ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ბერას ფეისბუქზე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სიუჟეტის ავტორმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი სავარაუდოდ 2016 წელს შედგა, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობია.
აუდიოჩანაწერების ეთერში გასვლიდან სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა, სადაც სატელეფონო ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო.

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს – იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები