ახმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ დატოვებას არ აპირებს
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და მარნეულის რაიონული
ორგანიზაციის ლიდერი ახმედ იმამკულიევი პარტიის დატოვებას არ აპირებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას იმამკულიევმა განაცხადა, რომ ის
პარტიაში რჩება და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას „ევროპული
საქართველოს“ რიგებიდან გააგეძელებს.
10 აპრილს პარტია „ევროპული საქართველო“ რამდენიმე ლიდერმა დატოვა.
გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ პარტიის დატოვების შესახებ
განცხადება გააკეთეს, მათი თქმით, პარტიის ფუნდამენტურად განახლება არ
ხდება. მოგვიანებით პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს
ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმაც.
რადიო „მარნეულს“ ახმედ იმამკულიევმა განუცხადა, რომ ის „ევროპული
საქართველოს“ უკვე ყოფილი წევრების გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს,
მაგრამ აღნიშნავს, რომ მათ მიერ პარტიის დატოვება არანაირ შიდა
დაპირისპირებას არ უკავშირდება.
„ჩვენ ყოველთვის ცვლილებებისთვის ვიბრძვით პარტიაშიც და
საქართველოშიც. თქვენ იცით, რომ ჩვენი პარტია „ევროპული საქართველო“
როდესაც შეიქმნა, ეს იმისთვის შეიქმნა რომ საქართველოში აღარ ყოფილიყო
ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენი აზრია, რომ ნიჭიერ, ჭკვიან
ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს წინსვლისთვის შეიტანონ
თავიანთი წვლილი. „ევროპულ საქართველოში“ უკვე დაიწყო ცვლილებები,
პარტიაში სხვადასხვა მიმართულებებით განყოფილებები შევქმენით და
აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას
შევუქმნათ დისკომფორტი, ხოლო ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალური
კომფორტი“. - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა
იმამკულიევის განმარტებით, ახლა, საქართველოში შექმინილი პოლიტიკური
ფონიდან გამომდინარე პარტიას ვერც დატოვებდა, რადგან მათი მიზანი
დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაა.
„ბრძოლის შუაში ჩვენი გუნდის წევრების დატოვება ჩემთვის
მიუღებელი იქნება“ - ამბობს იმამკულ
აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ 10 აპრილს
გიგა ბოკერია აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.
რადიო „მარნეული“