მარნეულის „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები შეირჩა და პირველი სხდომა გაიმართა
9 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საბჭოს“ პირველი
სხდომა გაიმართა.
მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,
„ახალგაზრდული საბჭოს“ პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ ვალი დამირჯალოვი
აირჩიეს, ხოლო მისი მოადგილეები იქნებიან ნონო ჭინჭარაული და არამ
აკოფიანი. პირველ სხდომაზე აირჩიეს საბჭოს ადმინისტრატორი ნათო
ალაზოვიც.
„საბჭოში შეიქმნა ხუთი ფრაქცია შემდეგი
მიმართულებებით:
▪️ ჯანსაღი ცხოვრება და განათლება;
▪️ კულტურა და ტურიზმი ;
▪️ გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ;
▪️ ადამიანის უფლებები ;
▪️ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობა და ამ სფეროში
საქმიანობა“; - აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში
რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ
საკითხებში ადილ ალიევმა განაცხადა, რომ ახალგაზრდული საბჭოს წევრების
შერჩევა მათი პროფესიული მისწრაფებების მიხედვით მოხდა.
„საბჭო დაკომპლექტდა სხვადასხვა პროფესიების დიპლომის
მქონე, ანდა მაძიებლის სტატუსის მქონე ადამიანებისგან ეს იყო ერთ-ერთი
კრიტერიუმი. სიტყვაზე, ერთი სოფლის მეურნეობის სტუდენტი იყო, მეორე
სამასწავლებლოს ფაკულტეტის, მესამე სამედიცინოსი, ანუ სხვადასხვა
ფაკულტეტების სტუდენტები. გარდა ამისა, გასაუბრების შედეგად შეფასდა
შესაბამისი კომისიის მხრიდან“ - გვითხრა ადილ
ალიევმა
ახალგაზრდულ საკითხებში მარნეულის მერის მრჩევლის განმარტებით, საბჭო
სულ 22 ადამიანისაგან დაკომპლექტდა. 15 ადმინისტრაციული ერთეულიდან
საბჭოში ერთი ადამიანი შევიდა, ხოლო ალგეთის, მარნეულისა და სადახლოს
ადმინისტრაციული ერთეულებიდან საბჭოში ორი წევრი შევიდა.
„ახალგაზრდული საბჭოს“ სხდომები თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა
გიამრთოს.
რადიო „მარენული“
გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის მერიის ფეისბუქ გვერდიდან.