მარნეულის მერიის თანამშრომელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

მარნეულის მერიის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელმა ტამქინ ნაგიევმა თანამდებობა დატოვა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნაგიევმა განაცხადა, რომ სამსახურის დატოვების მიზეზი მასსა და მერიის თანამშრომლებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

"გარკვეული მიზეზების გამო სამსახურიდან წამოვედი. აზრთა სხვაობა იყო. ზუსტად ვერ ვაკეთებ განმარტებას. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რომ მაგალითად მერიაში როდესაც შეხვედრები ტარდებოდა ამბობდნენ, რომ ჩვენ რაც გვინდა ის იქნება შეხვედრებზეო. აზრს რომ გამიხატავდი პატივს არავინ სცემდა, არც გისმენდნენ. ამ ადამიანების ვიანობაზე არ მინდა საუბარი".

ტამქინ ნაგიევმა სამსახურის დატოვების შესახებ ფეისბუქ პოსტი 13 აპრილს გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ მარნეულის მერიაში კანონი და წესები არ არსებობს, განათლებასა და ღირსებას არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ ვერ გაჩერდებოდა დაკავებულ თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ ტამქინ ნაგიევი მარნეულის მერიაში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები