„ავაშენოთ კავკასიაში მშვიდობა“ - მარნეულში შეხვედრა გაიმართა

მარნეულში თემაზე „ავაშენოთ კავკასიაში მშვიდობა“, მრგვალი მაგიდის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, „ატა ჰოლდინგის“ სპორტულ ცენტრში, ჩატარდა.



ღონისძიებაზე ყარაბაღის 44 დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე ომის შემდგომ დარჩენილი ნაღმებისაგან გაწმენდაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ოკუპაიის შემდგომ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე ამჟამად დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებებია დარჩენილი, რაც მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

„იძულებით გადაადგილებულები თავიანთ მიწაზე, სახლში უნდა დაბრუნდნენ. მთელმა მსოფილომ იცის, რომ ამისთვის ბარიერი მხოლოდ ის ტერიტორიებია რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებითაა სავსე. დანგრეულ საცხოვრებლებშიც კი, ყველა წერტილში, ასაფეთქებელია. ასეთ მდგომარეობის შემქმენელ სახელმწიფოს აუცილებლად ექნება ამის რუკა. და ეს რუკები დღემდე აზერბაიჯანისთვის არ გადაუციათ. ჩვენც ამას ვაპროტესებთ. არც ერთი ომი მუდმივად არ მიმდინარეობს. რამდენადაც მალე გადაეცემა ეს რუკები აზერბაიჯანს იმდენად მალე მოვა მშვიდობა კავკასიაში”. - ამბობს ცენტრის დირექტორი რაფიგ ჰუმმეთი

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატები, რალიგიური პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, კავკასიაში მშვიდობის უზრუნვეყოფისათვის სომხეთის ხელისუფლებამ იმ ტერიტორიების რუკა უნდა გაასაჯაროვოს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებებია განთავსებული.

„მიუხედავად იმისა რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა, აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენთვის ეროვნული სახელმიწფოებიაა. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესებს ჩვენც ვაკვირდებით. ჩვენთვის ყველა პროცესი საინტერესოა. მე გამოსვლაშიც აღვნიშნე, რომ თუ დამარცხულ ქვეყანას არ აქვს იმ ტერიტორიების რუკა ჩაბარებული რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით არის სავსე ეს რუსეთის ფედერაციის ბრალია. იქ თუ იღუპეპბიან დინჯი აზერბაიჯანელი მოსახლეობა მაშინ ომი არ დასრულებულა. მაშინ აიღოს აზერბაიჯანმაც იარაღი და იომონ“. - გვითხრა ჰუსეინ იუსუბოვმა

„ჩვენ მედიის მეშვეობით ვუყურებთ ოჯახებს რომლებსაც თავიანთ მიწაზე უნდათ დაბრუნება, მაგრამ აფეთქებებში ხვდებიან. ეს ადამიანობისადმი მიმართული დანაშაულია. ეს არც ერთ კანონმდებლობას არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ეს ასაფეთქებლები აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. მომავალში ასეთი რამ რომ არ განმეორდეს ამ ტერიტორიის რუკა სომხეთმა უნდა გადასცეს აზერბაიჯანს“. - ამბობს ყოფილი პარლამენტარი მაჰირ დარზიევი

შეხვედრის დასრულებისას მონაწილეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილეს ყურადღება და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მშვიდობიანი გზით დაბრუნება ისურვეს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები