ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ
ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

მათ შეძახილებით 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც პარლამენტთან აქციას მართავენ და ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელებას აპროტესტებენ.

“ძარღვი დაგრჩათ? „რატომ მიგვატოვეთ?“ „უნამუსო“, „მონა“ - ესაა შეძახილები, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით ისმოდა.

თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი გიორგი რურუა და ნიკა მელიაა გათავისუფლებისთვის მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერები შევიდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია და თეონა აქუბარდია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები