სიახლე
თალაკვაძე უარყოფს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც პოსტს ტოვებს, უარყოფს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ეს ინფორმაცია გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცეელა.

“ეს არის მიზანმიმართული ჭორი. თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი და დარწმუნებული ვარ თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად”, -განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, გუნდის სურვილია თბილისის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ კახა კალაძე იყოს, თუმცა ეს კალაძის გადასაწყვეტია.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია