პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა შეიწყალა.

“მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას”, – წერს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას შეიწყალებდა, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგებოდა და ამ შეთანხმებას დაადასტურებდნენ მედიატორები. საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ოპოზიციონერთა ნაწილი პარლამენტში შევიდა. დაგეგმილია 2019 წლის 20-21 ივნისის დანაშუალებების ამნისტირებაც. შეთანხმებას არ შეუერთდნენ ენმ, ევროპული საქართველო და ლეიბორისტები. ენმ პარლამენტში შესვლას ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ განიხილავს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები