სიახლე
„შემოგევლოთ ჩემი თავი“ - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ რიჩარდ გიგანი აირჩიეს
29 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ასეთია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების შედეგი. დღეიდან, 28 აპრილიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას რიჩარდ გიგანი დაიკავებს.

„დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, დიდი მადლობა ყველა საკრებულოს წევრს ნდობისათვის და გამემართლებინოს თქვენი ნდობა. შემოგევლოთ ჩემი თავი“. - განაცხადა რიჩარდ გიგანმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემდგომ

მარენულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა ნავერიანმა, საკრებულოს მანდატი 13 აპრილს დატოვა. ნავერიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან „მარნეულის სპორტსკოლის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადავიდა.

28 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მამუკა ნავერიანის ადგილმონაცვლის საკრებულოს წევრად გახდომასაც დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მიხედვით, მარენულის საკრებულოში მამუკა ნავერიანი ივანე ხახულაშვილმა ჩაანაცვლა.

საკრებულოს სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეც. დღემდე აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე რიჩარდ გიგანი იყო. 25 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ასეთი შედეგით აირჩიეს მარნეულის საკრებულოს სამანდატო, საპროცედური და ეთიკის კომისის თავმჯდომარედ ზურაბ ჭონიაშვილი.

28 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 7 საკითი იყო გატანილი. საკრებულოს წევრებმა შვიდივე საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია