გიორგი მუმლაძის ძმის განთავისუფლებას მუნიციპალური შპს-ს ხელმძღვანელი მის კვლაიფიკაციას უკავშირებს
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, სიმონ მუმლაძე, მარნენულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოდან მისი აქტივობის გამო გაანთავისუფლეს.

მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ სიმონ მუმლაძეს ხელშეკრულება 26 აპრილის შემდგომ აღარ გაუგრძელა. სიმონ მუმლაძე აღნიშნულ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ განთავისუფლების დროს მის ძმას ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელმა ირაკლი ბურნაძემ განუცხადა, რომ ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან კავშირში არ იყო და მითვის ხელშეკრულების არგაგრძელების შესახებ ბრძანება მარნეულის მერიისაგან მიიღო.

„ბუნებრივია ეს არის აბსურდი, ვინაიდან მთელ სამსახურში მხოლოდ ამ ერთ ადამიანს შეეხო ეს განთავისუფლება. ჩემი ძმა 10 წელზე მეტია მუშაობს ამ სამსახურში, დაარსების თანავე, და ძალიან ბევრი პროცესი, რაც მის სამსახურში მიდის, იყო მასზე დამოკიდებული. რაც შეეხება იმსა, თუ რატომ მიკავშირდება ეს გადაწყვეტილება მე, ამის გამოცდილება მე მაქვს თუნდაც ჩემს მეორე ძმასთან დაკავშირებით, რომელიც მესაზღვრეა, და ისიც სწორედ კაბალური ბრძანებით გააგდეს სამსახურიდან და დაახლოებით 18 თვეზე მეტხანს იყო სასამართლო პროცესები და ბოლოს სიმართლე მაინც დავადგინეთ. სისტემა პირადად მეც მერჩის, ცდილობს რომ მაქსიმალურად შემექმნას პრობლემები დაჯარიმებებით, დაკავებებით, სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრულია ჩემზე მაგრამ ამასაც რომ არ ჯერდებიან შემდეგ უკვე ჩემს ოჯახზეც ავრცელებენ დევნას. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია არის მიტაცებული ერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ“. - აცხადებს გიორგი მუმლაძე

გიორგიმ მისი ძმის კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი მიიღო და უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს. ამას გარდა მუმლაძე მარნეულში აქციებსაც აანონსებს.

„ეს ადამიანები მიეჩვიენ ადამიანების დაჩაგვრას და ცდილობენ, რომ რაც მოუნდებათ ის გააკეთონ, მაგრამ ეს ესე არ ხდება. ჩვენ, იგიევე „მოძრაობა საქართველოსთვის“, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვერდში ვუდგავართ დაჩაგრულ ადამიანებს და ვცდილობთ, რომ არავინ დავაჩაგვრინოთ და როდესაც სახეზეა, რომ ჩემს ოჯახს ეხება ეს, ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ერთის მხრივ საკადრისი პასუხი მიიღოს ყველა იმ ადამიანმა ვინც ამაში იყო ჩართული და მეორეს მხრივ მაგალითი მივცე სხვებს თუ როგორ არ უნდა გაჩუმდნენ და როგორ უნდა ებრძოლონ სისტემას“. - ამბობს გიორგი მუმლაძე

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორმა ირაკლი ბურნაძემ განაცხადა, რომ სიმონ მუმლაძისათვის ხელშეკრულების არგაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მისი ძმის აქტივობასთან არანაირ კავშირშია.

„ორი მთავარი სპეციალისტი გვყავდა ამ ეტაპზე. მთავარ სპეციალისტებს ევალებათ კომპოსტირების ციკლი, რა პოზიციაზეც იყო ბატონი სიმონი და გვყავს კიდევ მთავარი სპეციალისტი რომელიც არის გერმანიაში პრაქტიკებზე გადამზადებული, კერძოდ კასელის უნივერსიტეტში, თეორიულად და პრაქტიკულადაც. ერთი ადამიანიც აბსოლიტურად საკმარისია, რომ მსგავსი კომპოსტირების ციკლის პროცესს უხელმძღვანელოს და სუფთა კომერციული თვალსაზრისით უკვე გვჭირდება უფრო მეტად მუშა ხელი და მოხდა მუმლაძისათვის ხელშეკრულების არგაგრძელება. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთზე უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, რა შუაშია ეხლა აქ გიორგი მუმლაძის აქტივისტობა და იმის პოზიციები. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, ეს არის შპს რომელიც კომერციული მოგებიდან განისაზღვრება, ან მერია რა შუაშია მაგასაც ვერ ვხვდები სიმართლე გითხრათ“. - განაცხადა ირაკლი ბურნაძემ

ბურნაძის მსგავსად სიმონ მუმლაძისათვის ხელშეკრულების არგაგრძელებას გიორგი მუმლაძის აქტივობას არ უკავშირებს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეც. ტაბატაძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ სიმონ მუმლაძის განთავისუფლება არანაირად უკავშირედება რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

რადიო „მარნეული“

Print