დღის მიწურულს, პრემიერმა, მუსლიმური თემის რელიგიურ წარმომადგენლებს, რამადან ბაირამი მიულოცა
დღეს, 13 მაისს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. წელს რამაზანის თვე 13 – 14 აპრილს დაიწყო და სრულიად მუსლიმები მარხვას შეუდგნენ.
რამაზანის თვეს,  ყველა მუსლიმი 29 დღის განმავლობაში მარხულობს და ლოცულობს.

ისლამში წმინდა დღესასწაულებს შორის რამაზან-ბაირამი ერთ-ერთი უმთავრესია. რამაზანის თვეში მარხულობა მუსლიმებს ჰიჯრს თარიღის მეორე წელს (622 წელს) დაუწესდათ.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმური თემისთვის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა,  ფეისბუქ პოსტით დღის მიწურულს მიულოცა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიურ საბჭოში შემავალი მუსლიმური თემის წარმომადგენლები მიიწვია.


"მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.

მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე - ამ...

Posted by საქართველოს მთავრობა on Thursday, May 13, 2021


რადიო "მარნეული"
Print