დმანისში მიმდიანრე დაპირისპირებისას, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი დააკავეს
დღეს, 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებაა. რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, მოსახლეობის ორივე ჯგუფი ხელკეტებითა და ქვებით იყო შეიარაღებული. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

რადიო „მარნეულს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ დაპირისპირების დროს ექვსი ადამიანი დააკავეს. მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში დამანისის პოლიციის განყოფილებასთანაა შეკრებილი და დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ.

დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. შსს მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“ -
აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ ამ ეტაპზე არ უდასტურებენ თუ რამდენი ადამიანია დაკავებული და რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები