დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ
დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდენ. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ამ დროისთვის, დასრულებულია.

პროცესში ჩართულები იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რელიგიური პირები.


„გუშინ რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ხასიათზე მომხდარი კონფლიქტი. დღეს დილას და საღამოსკენ ესკალაცია იყო მართლაც იმის გაგრძელება, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ამას ემიჯნებიან, ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად იცხოვრებენ მშვიდად მომავალში“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს, 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება იყო. რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, დმანისში მცხოვრებ მოსახლეოას შორის. ადგილობრივები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ.

გარეკანის ფოტო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები