მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპი მთავრობას ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) 5 ივლისს თბილისში, ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის დროს მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა.

მეუფის განცხადება 6 ივლისს ფეისბუქ გვერდზე „ალილო მარნეული“ გამოქვეყნდა.

„ამ კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალია, სანამ უმართავ პროცესებში გადასულა სიტუაცია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მთავრობამ და რუსთაველის გამზირიდან გაიყვანოს სოდომიტები და მათი დამცველი ოპოზიცია, რომლებიც პირდაპირ ეთერში ლანძღავენ ჩვენს ერს, ეკლესიას და პატრიარქს“ - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღირსების მარშის ჩასაშლელად ძალადობრივი ჯგუფები თბილისის ქუჩებში დილიდან გამოვიდნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. დაშავდა სხვადასხვა მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანის ჰოსპიტალიზებაც კი გახდა საჭრიო. შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით,ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

რადიო "მარნეული"

 

Print