პოლიტიკა
ბორჩალოური ხალიჩების პოპულარიზაციისათვის თეთრიწყაროში ტური გაიმართა
ბორჩალოური ხალიჩების ქსოვასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ტური გაიმართა. ტურის ფარგლებშ დაინტერესებულ პირებს ბორჩალოური ხალიჩების დამზადების სპეციფიკა და ისტორია გააცნეს.

„ტურის განმავლობაში სტუმრებს ინფორმაცია გადაეცა ბორჩალოური ტრადიციული ხალიჩების ისტორიისა და მათი მატერიალური და მენტალური ღირებულებების, ქსოვის ტექნიკისა და სტილების, ბუნებრივი მატყლისგან ძაფის, შემდგომ კი სხვადასხვა მცენარის გამოყენებით შეღებვის, ე.წ. ყდისმოწყობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ, თუ რატომ უნდა გახდეს ბორჩალოური ხალიჩები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“. - გვითხრა ReWoven-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელნურ ალისოიმ

ალისოის განმარტებით, ტურს ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში, ნატოს ოფისის წარმომადგენლები საქართველოში, უცხოელი სტუმრები და ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები.

ტურის განმავლობაში, ხალიჩების დამზადების სპეციფიკის გაცნობასთან ერთად, მონაწილეებმა დააგემოვნეს ადგილობრივი ტრადიციული კერძები, როგორიცაა ფოთლოვანი ხანკალი, ქათა და დოვღა.

ტური ReWoven-ის ორგანიზებით 18 ივლისს გაიმართა. 

ფოტოების საავტორო უფლებები: Adam Woodage, Zaur Khalilov
რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე: 
ხალიჩებით მოყოლილი ისტორია - ქართული კულტურის სიმდიდრის ნაწილი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია