სააკაშვილი, ომი, მშვიდობა და უალტერნატივო ძალა- ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მარნეულში
დღეს, 10 აგვისტოს პარტია ქართულმა ოცნებამ მარნეულში მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი წარადგინა. ქენან ომაროვი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე საგანმანათლებლო რესურს ცენტრში მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ომაროვი მერის მოადგილეს პოზიციაზე გადაიყვანეს.

მისი წარდგენა მარნეულში კიდევაც დაიზრდებიან ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა ღონისძიებას. მისი მისასალმებელი სიტყვა მიხელ სააკაშვილის ხსენებით დაიწყო.

ეს არის ერთად ერთი ხანგრძლივი პერიოდი როცა ჩვენ ქვეყანას საბედნიეროდ არ ჰქონია ომი. ჩვენ მოქალაქეებს გაუხდა სანატრელი მშვიდობა და სტაბილურობა, მშვიდობის გარეშე არ განვითარდება არც ქვეყანა, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია, ქაოსი. გუშინ მაგალითად ვუყურებდი მთავარ ანტიგმირს. ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს. თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ ისე საუბრობდა ომზე. ისევ ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას. „ომი რომ იქნებოდა დღეს რა მოხდებოდა“ წარმოიდგინეთ ადამიანებო, ხალხნო, მეგობრებო იმის ნაცვლად რომ ჩვენ მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე. ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, რომ ეს მჩაგვრელი ძალა ჩვენ ჩამოვაშორეთ 8 წლის წინ. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისფულება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის. ეს არის შეცდომები. ყველა ადამინს მოსდის შეცდომა. მართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველას მოგვდის შეცდომები. მაგრამ რაც მთავარია ჩვენ მივდივართ წინ. ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს მუნიციპალიტეტებს. ვემსახურებით ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ ხალხს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში არა ერთი პროექტი დავაფინანსეთ. მაგალითად მარნეულში, იყოს ეს სკოლების მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი. ყველაფერი ყველა პროექტი მიმდინარეობს. მეტი განვითარება უნდა შევიტანოთ ჩვენ რეგიონებში, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა, რომელიც არის ახალი პროექტი. წელს იხარჯება 500 მილიონი. ჩვენი სურვილი არის რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები. რეკრიაციული სივრცეები. განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ლოკაციები. იმისთვის რომ მოსახლეობა უკეთესად, უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. ბიზნესი განვითარდეს კიდე უფრო მეტად. მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა უფრო გალამაზდება და გაძლიერდება. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ახლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენ დავიწყეთ ოფიციალურად კამპანია რუსთავში. ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან. ხალხთან კომუნიკაცია, ხალხზე ზრუნვა, ხალხთან მუშაობა. ჩვენ ყველა პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ მოსახლეობასთან. მეტი მუშაობა არის საჭირო მეტი მუშაობა. ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან. ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი. ადგილზე გადაუწყვიტოს პრობლემები. კვირაში ერთხელ უნდა დაწესდეს მოქალაქეების მიღების საათები. რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა რომ ეს ადგილობრივი ხელისფულება არ აქცევს ყურადღებას. აი ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ჩვენ ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს. და უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა დავასრულეთ მუშაობა გრძელვადიან გეგმაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

მაგალითად სამი ათასს სოფელს. მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. სოფლის მეურნეობის მიწების დამუშავება. გაზი, გაზის გაყვანილობა. ბევრი გავაკეთეთ მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ამისთვის მშვიდობის შენარჩუნებაა საჭირო. ამას შეძლებს, მოდით პირდაპირ ვთქვათ- ქართული ოცნება. დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ აქვს, საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მართვა. პასუხიმგებლობის აღება,ჩვენი ქვეყნის ბედზე, ჩვენი ხალხის ბედზე. გავიმეორებ, რომ პანდემიის პირობებში გვიწევს კამპანიის მართვა. მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. პირბადეებით უნდა ჩავატაროთ ეს კამპანია და აცრები, აცრები, აცრები. ჩვენ უნდა ჩავიტაროთ მეგობრებო ყველა. აცრა გვიცავს ჩვენ მოქალაქეებს.-
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 

ღონისძიებაზე წარდგენილები იყვნენ ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები.
პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია რუსთავიდან დაიწყო. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები