ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ და, მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილს.

ევროკავშირის დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის სასამართლო რეფორმას, ასახელებდა.

მოსახლეობას შევახსენებ, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევრო იყო სესხის მეორე ნაწილი, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას.



წყარო: ნეტგაზეთი

Print