მურად მურადოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა
მარნეულის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი მურად მურადოვი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. მურადოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს პარტია „ლელოდან“ იყრიდა.

„ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ბრძოლა, ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მე დავინახე ის შესაძლებლობები და ის ძალა რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწევს, რომ დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“ და მოვაშოროთ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მმართველობიდან. ამ მიზნით შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა მე ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“.

მურადოვმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ის „ენმ“-ს პარტიულ სიაში ან მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, გააკეთებს ყველაფერს რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. მურადოვის განცხადებით, ჯერ არაა გადაწყვეტილი იყრის თუ არა ის კენჭს 2021 წლის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ მურად მურადოვმა პარტია „ლელო“ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები