ერთადერთი პიროვნება, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს, არის მიხეილ სააკაშვილი - ნარგიზ ალიევას განმარტება ენმ-ში გადასვლაზე

„როგორც ყველამ, მეც შევნიშნე, რომ დაპირებული არაფერი კეთდება.

დღითიდღე უარესდება ადამიანების სოციალური კეთილდღეობა. მოზარდების, ახალგაზრდების მომავალიც საფრთხის ქვეშაა“ - ამბობს„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, ნარგიაზა ალიევა, რომელიც ენმ-ში გადვიდა. ალიევა პროპორციულ სიაში მესამე ადგილზეა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში უსამართლობა გაიზარდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აღარ დაუჭიროს მხარი ქართულ ოცნებას.

„როგორც ყველა, მეც შევნიშნე რომ დაპირებული არაფერი  კეთდება. დღითიდღე უარესდება ადამიანების სოციალური კეთილდღეობა. მოზარდების, ახალგაზრდების მომავალიც საფრთხის ქვეშაა. ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ნარკომანია, კრიმინალი, უსამართლობა გაიზარდა. სურვილი აღარ მაქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი ვიყო. შორიდან ვერ ვუყურებ, რომ ამ ხალხს პირობებს აძლევენ და არ ასრულებენ“

ნარგიზ ალიევას თქმით, საქართველოში არსებულ პრობლემებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი თუ მოაგვარებს. ამბობს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს , საქართველო გაცოცხლდა და წინწასული ქვეყნებიდან ერთ -ერთი იყო.

ვსაუბრობ, ვგრძნობ რომ დღეს მე ან სხვა რომელიმე სამოქალაქო აქტივისტი, უბრალოდ მინდოდა პრობლემების გაშუქებაში, პრობლემებზე საუბარში, ქვეყნის განვითარებაში, ამ სისტემასთან ბრძოლაში ჩემი წილიც შემეტანა.  დღეს საქართველოში ამ მადგომარეობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი თუ გამოასწორებს, მე ასე ვფიქრობ. იმიტომ, რომ ჩვენ მისი პრეზიდენტობის დორს შევამჩნიეთ საქართველო როგორ ნულიდან იყო დაწყებული და განვითარებული ქვეყნების რიეგბს შეუერთდა. მისი შექმნილი რეფორმების შედეგად ვნახეთ რომ საქართველო როგორი განვითარებული ქვეყანაა. მე ვფიქრობ რომ, მისი რეფორმები ვინც გაანადგურა, სტატსიტიკის თქმაც არაა საჭირო, ყველამ იცის ქვეყანა რა მდგომარეობაშია. ამ ქვეყანას ვინც გადაარჩენს ერთადერთი პიროვნება არის მიხეილ სააკაშვილი. დღეს საქართველოში რეალური ოპოზიციად მე ენმ-ს ვხედავ“

ამბობს, რომ სჯერა თუ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება, ენმ გაიმრაჯვებს. ალიევა აცხადებს, რომ ენმ ყველა არჩევნებში იმარჯვებდა. ხელისუფლება კი გაყალბებით დარჩა ხელისფლებაში.

"ენმ სულ არის გამარჯვებული. იცით რომ კანონის დარღვევით, ხმების მოპარვით , გაყალბებით ეს ხელისუფლება დარჩა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სამოქალაქო აქტივისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი წარმომადგენელის მეშვეობით დამკვირებლები გაძლიერდნენ. თითო მოქალაქის ხმა იყოს დაცული. იმიტომ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ადამაინებს უნდათ ენდონ რომელიმე პარტიას, წავიდნენ და ხმა მისცენ. მაგრამ ამ სისტემის ძირითადი უსამართლობაც ისაა, რომ ადამიანების ხმებს იპარავენ. ჩვენ როგორც პარტია შევეცდებით, რომ ყველა მოქალაქის ხმა დავიცვათ. მე ვისურუვებდი, რომ ამ მიმართულებით სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციების დამკვირებლებმა ობიექტურად გააშუქონ ეს კანონდარღვევები. ეს არის რეფერენდუმი. აქ არც ერთი პრიოვნებაზე არ მიდის საუბარი. აქ ჩვენს მომავალზე მიდის საუბარი. ამ სისტემაზე ერთად უნდა ვუთხრათ უარი“

ალიევა აცხადებს, რომ მარნეულის მოსახლეობას რიგითი პრობლემები აწუხებს და ამ პრობლემებს უკვე იცნობს. ამიტომ ის არჩევნებში გაამრჯვების შემთხვევაში, უფრო მეტად ინფრასტრუქტურული, სოციალიური პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები