ცესკომ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ არჩევნებზე “ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით გამოცხადების თაობაზე.

კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.

კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კუჭავამ თქვა, რომ ეს “მექანიკური შცდომა იყო” და სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ჯარიმის ოდენობას სასამართლო დაადგენს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები